უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ მოსკოვის ოსტაფიევოს აეროდრომზე რუსი სამხედროების კა-32 ვერტმფრენი გაანადგურეს.
"2024 წლის 26 აპრილის ღამეს, ქალაქ მოსკოვში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოსტაფიევოს აეროდრომზე განადგურდა მტრის მრავალფუნქციური ვერტმფრენი Ka-32" - ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვის ცნობით, აეროდრომი ეკუთვნის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და ოპერირებს "გაზპრომავიასთან" ერთად, რომელიც "გაზპრომის" ნაწილია.
უწყება ამბობს, რომ ამ ვერტმფრენს რუსეთი იყენებდა მისი საოკუპაციო ჯარების ოპერაციების მხარდასაჭერად.