ფიზიკური ძალადობის გამო ვაპირებ სარჩელი შევიტანო პაპუაშვილის, ოხანაშვილის, მანდატურების წინააღმდეგ | სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ლელოს" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სარჩელს შეიტანს პარლამენტის თავმჯდომარის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და მანდატურების წინააღმდეგ, რადგან სხდომიდან გაძევების დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რაც პირველი შემთხვევა არაა. სამადაშვილს კომიტეტის სხდომა, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ ცოტა ხნის წინ დაატოვებინეს. 

"რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ეს ფიზიკური ძალადობაა, ამიტომ, ამ ფიზიკურ ძალადობაზე მე ვაპირებ, რომ შევიტანო სარჩელი, როგორც პაპუაშვილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგაც, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს", - ამბობს სამადაშვილი.

კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, მანამდე გააძევეს თამარ კორძაია, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი