"არ გვინდა მამაკაცები გათხოვდნენ" | რუსული კანონის მხარდასაჭერად "ოცნებას" ხალხი ოზურგეთიდანაც მოჰყავს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული რუსული კანონის მხარდამჭერი აქციისთვის მობილიზებაა გურიაშიც - ოზურგეთიდან მიკროავტობუსები ცოტა ხნის წინ დაიძრნენ. საჯარო მოხელები და პარტიის მხარდამჭერები თბილისში მოდიან, მათი ნაწილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და სახეს მალავს. 

მოქალაქეების ნაწილი დეზინფორმაციის მსხვერპლია და არ იციან კონკრეტულად ვისგან ან რისგან იცავენ ქვეყანას, რას აპროტესებენ, რას ეხება კანონი.

"NGO-ებს კანონი უნდათ მიიღონ, დემოკრატია არ იქნება ისე თუ არ გავთხოვდებითო. [ვინ გითხრათ ეს?] ასე გვეუბნებიან... უფროსობა კი არ გვეუბნება, ტელევიზიაში რასაც ვუსმენ. [მამაკაცების გათხოვებას აპროტესტებთ?] დიახ", - ამბობს "ოცნების" ერთ-ერთი მხარდამჭერი.

მოქალაქეები "ოცნებას" რუსული კანონის მხარდასაჭერად მოჰყავს ბათუმიდან, ქუთაისიდან, ზუგდიდიდან და სხვა ქალაქებიდან.

ავტორი: ლადო მენაბდე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი