ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თაკო ჩარკვიანიც გააძევა

გამოქვეყნდა:

ანრი ოხანაშვილმა იურიდიული კომიტეტის სხდომიდან თაკო ჩარკვიანიც გააძევა.

ჩარკვიანის განცხადებით, ოცნების წარმომადგენლების გაღიზიანება ღარიბაშვილის მამის დაუსაბუთებელ ქონებაზე დასმულ შეკითხვებს მოჰყვა.

"ვკითხე, თქვენი პარტიის პირველი პირი, ორგზის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ მამა აფინანსებს პენსიონერი და რომელ გამჭვირვალობაზე საუბრობთ-მეთქი. ღარიბაშვილის ხსენების გამო დამატოვებინეს, მაგრამ მაინც ვახსენე" - თქვა ჩარკვიანმა.

დილიდან ოხანაშვილი კომიტეტიდან აძევებს ყველას, ვისი განცხადებაც არ მოეწონება. ჩარკვიანამდე გააძევეს - ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, სალომე სამადაშვილი და გიორგი ვაშაძე.

იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით რუსულ კანონს განიხილავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი