"აბსოლუტურად ყველა ოთახი თავისუფალია" | ქუთაისის მერია თანამშრომლებისგან დაიცალა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიის შენობა, სადაც საკრებულოც და გუბერნიაც განთავსებულია, თითქმის მთლიანად ცარიელია. საჯარო მოხელეები "ოცნებამ" თბილისში, რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე წამოიყვანა.

როგორც ფრაქცია "ახალის" წევრი, გიორგი კილაძე ამბობს, ადამიანების უმეტესობა იძულებული გახდა დღეს სამუშაო ადგილები მიეტოვებინა და ორგანიზებულად წამოსულიყვნენ დედაქალაქისკენ.

"აბსოლუტურად თავისუფალია ყველა ოთახი, ყველა საჯარო მოხელეს მობილიზება გაუკეთა ოცნებამ. წაყვანილი ჰყავთ ადამიანები ააიპებიდან, ასევე მუნიციპალიტეტებიდან. ამ ადამიანების იქ წაყვანით, ვერ წაართმევთ ხალხს თავისუფლებას. ამ ადამიანების უმრავლესობა ჩვენთან საუბარში პირდაპირ ამბობდა, რომ  მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდათ სურვილი წასვლის, ეშინოდათ, რადგან მათი ოჯახების ძირითადი შემოსავალი ამ სამსახურებიდანაა" ამბობს კილაძე.

"მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა და კილაძემ ერთად შეამოწმა შენობაში არსებული ვითარება. 

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი