ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან ხაბეიშვილიც გააძევა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბიეშვილიც გააძევეს.  ის მერვე ოპოზიციონერია, რომელიც სხდომიდან გააგდეს.

მანამდე სხდომიდან გააძევეს ოპოზიციის დეპუტატები - ანი წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი.

ანრი ოხანაშვილი დეპუტატების გარდა სიტყვით და კითხვის დასრულების საშუალებას არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აძლევს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათაც და ოპოზიციასაც დროის გაწელვა უნდა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი