ოხანაშვილმა ერთდროულად 3 დეპუტატი გააძევა | ჯამში, სხდომა 11 ოპოზიციონერს დაატოვებინეს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს განიხილავენ, ანრი ოხანაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დავით ხაჯიშვილი და გიორგი გოდაბრელიძე, ასევე "ევროოპტიმისტების" წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე გააძევა.ამით, გაძევებული დეპუტატების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. 

პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. "სულ 30 წამი მჭირდება. ზოგადად, მგონი ყველა ვხედავთ, რომ ეს კომიტეტის სხდომა არის ბუტაფორია და მე, პროტესტის ნიშნად, ვტოვებ," - თქვა მან.

მანამდე სხდომიდან გააძევეს ოპოზიციის დეპუტატები - ლევან ხაბეიშვილი, ანი წითლიძე, თამარ კორძაია, ქეთი თურაზაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი და თაკო ჩარკვიანი. 

ანრი ოხანაშვილი დეპუტატების გარდა, სიტყვით და კითხვის დასრულების საშუალებას არც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს აძლევს. კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათაც და ოპოზიციასაც დროის გაწელვა უნდა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელ ლიკა საჯაიასა და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის წარმომადგენელ ნათია კუპრაშვილს კი სხდომა დაატოვებინა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი