"რატომ არქმევთ მონობას თავისუფლებას, თავისუფლებას მონობას" | ოპოზიციონერების შემდეგ ოხანაშვილი სხდომიდან NGO-ებს აძევებს

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გაძევებაც დაიწყო. სხდომა დაატოვებინეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელს, ლიკა საჯაიას ასევე ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის წარმომადგენელი, ნათია კუპრაშვილი. 

მანამდე ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა 11 ოპოზიციის დეპუტატი, იაგო ხვიჩიამ კი სხდომა პირადი ინიციატივით დატოვა.

"თქვენ პირდაპირ წერთ, რომ მხოლოდ სახელმწიფო ენაზე მომზადებულ შინაარსებთან დაკავშირებით გაქვთ მთავარი კითხვები, ზოგადად ენა რა არის ამ კანონის მაინტერესებს, რატომ იყენებთ ორუელის ენას, რატომ არქმევთ მონობას თავისუფლებას და თავისუფლებას მონობას", - თქვა კუპრაშვილმა სანამ სხდომას დაატოვებინებდნენ.

ლიკა საჯაიამ თქვა, რომ ასეთი სამარცხვინო სხდომა არასდროს უნახავს და რომ კომიტეტის თავმჯდომარე ცდილობს რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი.

"კომიტეტის თავმჯდომარე გადაიქცა ცენზორად, უთიშავს მიკროფონს ყველას, ვისი აზრიც არ მოსწონს, უბრალოდ კითხვის დასმას ცდილობენ ადამიანები და აძევებს დარბაზიდან და ცდილობს, რომ რუსული მეთოდებით გაიტანოს რუსული კანონი. ჩემ შემთხვევაში, მისი გაბრაზება გამოიწვია კითხვამ. რომელიც ეხებოდა, რომ თუ კი ევროპიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვუფრთხით საფრთხეს ამ ქვეყანას, მაშინ რატომ არ ფიქრობენ ისინი, რომ უფრო მეტს საფრთხეს უქმნის ის 26 000 კომპანია, რომელიც შეიქმნა საქართველოში რუსების მიერ ბოლო წლებში", - ამბობს საჯაია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი