კახეთიდან რუსულ მარშზე მომავალ საჯარო მოხელეებს, ღვინო მოაქვთ

გამოქვეყნდა:

ივანიშვილის პარტიამ რუსული კანონის მხარდამჭერები კახეთიდანაც წამოიყვანა. საჯარო მოხელეები და პარტაქტივი ადგილობრივმა თვითმმართველობამ თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან შეკრიბა. ადგილზე ვითარებას   უშუალოდ აკონტროლებდნენ თელავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.

"მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ მიდიან თბილისში, რას უჭერენ მხარს, ან რას აპროტესტებენ - პედაგოგებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებსა და სხვა საჯარო მოხელეებს, ტრაფარეტული პასუხი აქვთ - იცავენ მამულს, ენას და სარწმუნოებას, თუმცა არ იციან ვისგან და რისგან. 

"მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა ერთ-ერთ ტრანსპორტში ღვინოც აღმოაჩინა. 

ავტორი: ია გულიაშვილი
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი