"დამოუკიდებელი ქალი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ...ოპოზიცია და ამერიკა გვართმევს სიწმინდეებს" | გორელი საჯარო მოხელეები

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის პარტიას რუსულ მარშზე დასასწრებად საჯარო მოხელეები იმ ქალაქიდანაც ჩამოჰყავს, რომელსაც საქართველოს უახლეს ისტორიაში რუსეთი ბომბავდა. "ოცნებას" გორში სრული მობილიზება აქვს გამოცხადებული, რაშიც გორის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნები პირადად არიან ჩართულნი. 

საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები კი დილიდან სპორტის სასახლეში იკრიბებიან, სადაც მათ პარტიის მიერ დაქირავებული მიკროავტობუსები ელოდებათ. ჩვენი ინფორმაციით, მათ საკვებისთვის განკუთვნილ თანხასაც უხდიან.

მათ "მთავარ არხთან" საუბარი უჭირთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი აცხადებს, რომ საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ დასავლეთიდან მომდინარეობს.

"-მე ჩემი პოზიცია მაქვს - ენა, მამული, სარწმუნოება.

-ჟურნალისტი: ვინ გვართმევს?

-ცოტანი არიან ორფეხა ტრამალები?...[საჯარო უწყებაში] ვარ დასაქმებული. [კეთილმოწყობის სააგენტოში]. არავინ არ დამავალა, მე ჩემი პოზიცია მაქვს, დამოუკიდებელი ქალი ვარ და სადაც მინდა იქ წავალ.

-ჟურნალისტი: რას იცავთ?

-მშვიდობა მინდა ამ ქვეყანაზე...რუსეთი არ ემუქრება [მშვიდობას]," - ამბობს რუსულ მარშზე მომავალი ერთ-ერთი ადგილობრივი.

ცნობისთვის, "ოცნების" აგრესიული პარტაქტივი ცოტა ხნის წინ ადგილობრივი მედიის, TV მონიტორინგის ჟურნალისტს თავს დაესხა. მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი