ოხანაშვილმა სხდომიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი და NGO-ს წარმომადგენელი გააძევა | ნაცვლიშვილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მაჭუტაძეც გააძევა. მანამდე ოხანაშვილმა სხდომიდან კიდევ 11 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა, ამის შემდეგ კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს - ლიკა საჯაიასა და ნათია კუპრაშვილს დაატოვებინა დარბაზი. 

სხდომა პირადი ინიციატივით დატოვეს "გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ და "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ის რეპრესიული მეთოდები, რასაც ოხანაშვილი იყენებს ნათლად აჩვენებს, თუ რისთვის სჭირდება ხელისუფლებას რუსული კანონი.

"თქვენ არ ხართ აქ შემოსული შეკითხვებისთვის, მოგიწოდეთ არაერთგზის გთხოვეთ, დააცადეთ შეკითხვას სვამს", - უთხრა მაჭუტაძეს ანრი ოხანაშვილმა.

მანამდე სხდომა დაატოვებინეს -  დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანი წითლიძე, თაკო ჩარკვიანი, ლევან ხაბეიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ვაშაძე, სალომე სამადაშვილი, ქეთი თურაზაშვილი.

ცოტა ხნის წინ სხდომიდან გააძევეს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის"  წარმომადგენელი, გიორგი დავითურიც.

🔴 არა რუსულ კანონს! | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი