პეტრიაშვილი გაათავისუფლეს | სასამართლო 1-ელ მაისს ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ბუკა პეტრიაშვილი თავისუფალია. მისი საქმის განხილვა 1-ელ მაისს ჩაინიშნა. სასამართლო პროცესის გადადება პეტრიაშვილის ადვოკატებმა საქმის მასალების გასაცნობად ითხოვეს.

ოქმის შედგენის და დაწერის პროცესში მონაწილეობდნენ სულ სხვა ადამიანები რეალურად, რომლებიც საერთოდ იქაც არ იყვნენ სინამდვილეში და იქ ვინც იყვნენ უშუალოდ დამკავებლები, ამ დარბაზში არ იყვნენ - ამბობს პეტრიაშვილი. 

რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპულ მარშზე დაკავებულ ბუკა პეტრიაშვილს პოლიცია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება, რასაც თავად ყოფილი მინისტრი არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დააკავეს. 

იხილეთ:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი