2 მაისს, გმირთა მოედნის მიმდებარედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 23 პირი დააკავეს -  ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტრო უდასტურებს. ცნობილია, რომ გუშინ დაკავებულებს შორის ორი მუსიკოსია: "ქვემეხის" წევრი, სანდრო ქერაული და Bedford Falls-ის წევრი, მიხო კალატოზიშვილი.

უწყება ამბობს, რომ დაკავებულ პირებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებიან. 

შეგახსენებთ, რომ 2 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ. ადგილზე მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო - გმირთა მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი