"პარაგრაფთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

გამოქვეყნდა:

სასტუმრო "პარაგრაფის" მიმდებარედ, სადაც აზიის განვითარების ბანკის კონფერენცია მიმდინარეობს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს. 

როგორც თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილემ პოლიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ერთი პიროვნება, აქციის მონაწილე, ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და შეაგინა პოლიციის თანამშრომლებს. განმარტება გავაკეთე, რის გამოც დაკავდა," - ამბობს სირაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი