არა რუსულ კანონს! - ამ მოთხოვნით ესპანეთში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ქალაქ ბილბაოში აქცია გამართეს. ემიგრანტები სოლიდარობას უცხადებენ თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეებს და საქართველოს ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბარსელონაშიც. იქ მცხოვრები ქართველები "ოცნებას" კანონის უკან გაწვევისკენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი მეთოდების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.