უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 "შაჰიდიდან" 23 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 24 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 23 გაანადგურეს. როგორც ისინი ამბობენ, დრონები ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში ჩამოაგდეს.

"5 მაისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, 24 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით. გაშვების ზონები - რუსეთი, კურსკის რეგიონი და ოკუპირებული ყირიმი, კონცხი ჩაუდა.

მოწინააღმდეგის საჰაერო შეტევა მოიგერიეს საჰაერო ძალების დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა. საბრძოლო სამუშაოების შედეგად ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის რაიონებში 23 თავდასხმის თვითმფრინავი გავანადგურეთ," - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი