ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანულ საზოგადოებასა და ილია მეორეს | მარნეულის იმამ ალის სახელობის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარი

გამოქვეყნდა:

მარნეულის იმამ ალის სახელობის ცენტრალური მეჩეთის წინამძღვარი ჰაჯი ჰაჯიევი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესა და ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. 

"მოგეხსენებათ, ამ დღეებში ქრისტიანულ სამყაროში აღდგომა აღინიშნება. ქრისტიანობა, რომელიც არის საქართველოს მთავარი რელიგია, ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა სახელმწიფოში. მე, როგორც მარნეულის ცენტრალური მეჩეთის ახუნდი (წინამძღვარი) და იმამი, მორალურ მოვალეობად ვიგრძენი, რომ ამ ძვირფას დღესასწაულს, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ქრისტიანულ რელიგიურ საზოგადოებას გულწრფელად მივულოცო ბატონ ილია მეორეს და მთელ ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და სიმშვიდეს ჩვენს სამყაროს და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას, რომელიც გამოირჩევა თავისი სილამაზით, ჩვენ, როგორც მუსულმანური საზოგადოება, ყოველთვის ვაკეთებდით მაქსიმუმს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისთვის," - განაცხადა ჰაჯი ჰაჯიევმა

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი