"ფეიკია"... "ერთადერთი ომის პარტია არის მოსკოვი" | ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების პასუხი "ოცნების" პროპაგანდას

გამოქვეყნდა:

"ომის პარტიასთან" დაკავშირებით, ქართული ოცნების პროპაგანდას ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა -"მე არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი" - აღნიშნა დიპლომატმა. ამ კონსპირაციის თეორიამ დიპლომატები მცირე ხნით გაამხიარულა, თუმცა პასუხი საბოლოოდ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გასცა:

ეს არ არის სასაცილო, ეს ძალიან ცუდი ნარატივია და ამაზე საუბარიც ძალიან მავნეა. ეს არის ფეიკ, მოგონილი ამბავი, რომელიც ამ არჩევნებს სხვა მიმართულებით წაიყვანს. ასეთ ნარატივს არ აქვს ადგილ დემოკრატიულ ქვეყანაში - აღნიშნა  მარგუს ცაჰკნამ.

კომენტარი გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმაც: "ერთადერთი ომის პარტია არის მოსკოვი, ეს არის პარტია, რომელიც თავს დაესხა საქართველოს, უკრაინას და ჩვენ ვალდებულებაა, დავამარცხოთ ეს პარტია და მოვიგოთ ეს ომი. " აღნიშნა დიპლომატმა. 

[სინქრონული თარგმანი]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი