ხელვაჩაურის მერიაში ოპოზიციისა და "ოცნების" წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

დაპირისპირება ხელვაჩაურის მერიაში. ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობა და საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია რუსულ კანონს აპროტესტებდა და ანზორ ბოლქვაძეს კანონის დამტკიცებაში  მონაწილეობის მიღების გამო აკრიტიკებდნენ. მათ პარლამენტარის კაბინეტში სურდათ შესვლა და კითხვების, დასმა რისი საშუალებაც დაცვამ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ისმოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინებაც. თანამშრომლები მუშაობის საშუალებას არც ჟურნალისტებს აძლევდნენ. როგორც აღმოჩნდა ანზორ ბოლქვაძე მოქალაქეების მიღების საათებში მერიაში არ იმყოფებოდა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი