სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს | ჯანდაცვის სამინისტრო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს - როგორც ჯანდაცვის სამინისტრო წერს, თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

"თეა გიორგაძე "საპარტნიორო ფონდის" სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა.

მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც,აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს "სპეციალური პენიტენციური სამსახურის" - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ, ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა თანამდებობები სარჯველაძის დანიშვნის მერე,  12 მარტს დატოვეს.
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი