ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება, ეს ემუქრება საქართველოს ევროპულ გზას | აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე

გამოქვეყნდა:

სტრასბურგში პარტია "ახალის" თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება, სადაც საუბრის მთავარი თემა რუსული კანონია. ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა კონფერენციის დასაწყისში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინიცირებული კანონპროექტი ევროპულ განვითარებას ეწინააღმდეგება: 

"საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი არის დასავლური პრაქტიკა, რომ მასში ცუდი არაფერია და რომ თითქოს ჩვენ ევროკავშირში ანალოგიური კანონები გვაქვს, ამიტომ ამ კანონის მიღებით საქართველო უბრალოდ გაჰყვება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის კვალს. ეს არის ტყუილი. მსგავსი არაფერი ხდება. ევროკავშირში ჩვენ არ ვცდილობთ, ვაკონტროლოთ არასამთავრობოები, როგორც ქართული ოცნება ცდილობს გააკეთოს ეს საქართველოში. ეს არ არის ევროპული პრაქტიკა, ჩვენ არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება. ამიტომ, ეს ემუქრება საქართველოს ევროპულ გზას. ყველაფერი სწორედ ასე მარტივად არის. " განაცხადა აუსტევიჩუსმა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი