"არ არსებობს შანსი, EU-სთან მოლაპარაკებები დაიწყოს" | ევროპარლამენტარები კითხვაზე, რა მოხდება, თუ "ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს

გამოქვეყნდა:

რა მოხდება, თუ "ქართული ოცნება" რუსულ კანონს მიიღებს და რა იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება - "მთავარი არხის" ამ კითხვას ევროპარლამენტარები პასუხობენ.

ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყება. ევროპარლამენტარი ასევე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსიც უკან უნდა გაიწვიონ.

საქართველო ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე, თუ ეს კანონი იქნა მიღებული. არ შეიძლება ევროპულ ღირებულებებთან დაპირისპირება ასეთი კანონებით და მერე იმის მოთხოვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეს ქვეყანა. ამიტომ, მე მოვითხოვ, რომ კანდიდატის სტატუსი იქნას ჩამორთმეული." ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

"ჩემი ფრაქციის სახელით ვიტყვი, რომ არ არსებობს შანსი მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლისა, თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული და ასეთი პრორუსული პოლიტიკა გაგრძელდება." აცხადებს რასა იუკნევიჩიენე

"მთავარის" კითხვას უპასუხა ანა ფოტიგამაც და საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ ქართველ ხალხს მოუსმინოს:

"მე მინდა ვთქვა, რომ დიდი ყოყმანით, თუმცა მაინც მომხრე ვარ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი შეუნარჩუნდეს და მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის ნება უნდა იქნას ნათლად გამოხატული მომავალ არჩევნებში. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს, მაგრამ ასევე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, რომ მოუსმინოს საკუთარ ხალხს" აღნიშნა ფოტიგამ.​​​​​​​

მე მინდა ვთქვა, რომ კანონი უცხოური გავლენის შესახებ ეწინააღმდეგება როგორც მინიმუმ ორს იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველომ უნდა გადადგას ევროპული საბჭოს რეკომენდაციით." ამბობს  პეტრას აუსტრევიჩუსი

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგში პარტია "ახალის" თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საუბრის მთავარი თემა რუსული კანონი იყო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი