განსხვავება ამერიკულ FARA-სა და "ოცნების" რუსულ კანონს შორის | ნიკა გვარამიას განმარტება

გამოქვეყნდა:

სტრასბურგში, ევროპარლამენტარებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ შესაბამისი შეკითხვის პასუხად განმარტა, რა განსხვავებაა ამერიკულ FARA-სა და "ოცნების" რუსულ კანონს შორის: 

"როგორც ამერიკაში განათლებამიღებული იურისტი და ამავე დროს ქართველი მე ორივე კანონს კარგად ვიცობ. ამერიკული FARA მიღებულ იქნა 1930-იან წლებში და ის მიმართულია რუსული, კომუნისტური და ფაშისტური გავლენების წინააღმდეგ. ანუ, ეს კანონი არის იმ ქვეყნების გავლენის შემცირებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან. რაც შეეხება ქართულ კანონს, ის მიმართულია დასავლური საზოგადოების წინააღმდეგ და ამას საქართველოს მთავრობაში არც არავინ მალავს. გარდა ამისა, ამერიკულ კანონში არავის აკერებენ აგენტის იარლიყს. იქ არის ნახსენები სიტყვა აგენტი, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში სიტყვა აგენტი აღიქმება როგორც ჯაშუში და იწვევს მაგალითად კგბ-ს აგენტის ანალოგიურ განცდას. ეს ძალიან ცუდი იარლიყია და ასეთ აგენტად საქართველოში არავინ დარეგისტრირდება, რაც გამოიწვევს ორგანიზაციების დახურვას. გამოდის, რომ ეს არის არა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, არამედ პირიქით, კანონი გამჭვირვალობის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანაში აღარ დარჩება ორგანიზაცია, რომელიც სინათლეზე გამოიტანს, თუ რა ხდება საქართველოს მთავრობაში, როგორი კორუფციაა იქ, აღარ იქნება არც ადგილობრივი და არც საერთაშორისო მისიები, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან." აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი