Reuters: გაეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ხარკოვში ჩამოვარდნილი რაკეტა ჩრდილოეთ კორეის წარმოების იყო

გამოქვეყნდა:

Reuters-ის ცნობით, გაეროს ექსპერტებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ანგარიში გაუგზავნეს, რომელიც ადასტურებს ჩრდილოეთ კორეის წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ. ჟურნალისტები, რომლებიც გაეცნენ ანგარიშს ტექსტს წერენ, რომ საუბარია მიმდინარე წლის 2 იანვარს, ხარკოვში Hwasong-11 ტიპის რაკეტის გამოყენებაზე. 

ექსპერტები წერენ, რომ დამოუკიდებელი წყაროებით ვერ დაადასტურეს ზუსტად საიდან გაუშვეს რაკეტა და ვინ გააკეთა ეს, თუმცა უკრაინის ხელისუფლებამ მათი მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ვარაუდობს, რომ რაკეტა რუსეთიდან გაუშვეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ დადასტურდება ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში რაკეტების გაგზავნა, ეს იქნება 2006 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა ბირთვული პროგრამის შემუშავებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოებისთვის.

აშშ-ის ხელისუფლებამ პირველმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტები ხარკოვზე თავდასხმების დროს.

თებერვალში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული წლის ბოლოდან რუსმა სამხედროებმა უკრაინაში 20-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეის წარმოების იარაღი გამოიყენეს. დეპარტამენტის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოყენებით თავდასხმების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 24 მშვიდობიანი მოქალაქე და ასზე მეტი დაშავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი