საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის კრიტიკისგან, როცა პარიზში მომიტინგეებს ბრუტალური მეთოდებით დაუპირისპირდნენ | საგარეო

გამოქვეყნდა:

"აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება". 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყების კრიტიკას პასუხობს. იხილეთ:

საფრანგეთის საგარეო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 2 მაისს გამოეხმაურა და რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი