ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან თამარ კორძაიაც გააძევა

გამოქვეყნდა:

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან, სადაც რუსულ კანონს მეორე მოსმენით განიხილავენ კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, თამარ კორძაიაც გააძევეს. მანამდე სხდომიდან გააძევეს ენმ-ის წევრი ლევან ბეჟაშვილი და "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი გიორგი ვაშაძე. 

თამარ კორძაია ეუთო/ოდირის დასკვნას ციტირებდა. კომიტეტის თავმჯდომარემ თითქმის ყველა ოპოზიციონერი გააფრთხილა არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატებს გაძევებით ემუქრება.

"პროვოკაციისთვის არიან შემოსულები, მეორე მოსმენით გათვალისწინებული პროცედურის ნაცვლად იყენებენ პირველი მოსმენით დადგენილ პროცედურას", - ამტკიცებს ოხანაშვილი.

იხილეთ ასევე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი