ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის შვილი მოსამართლემ დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტის არჩილ ბერიძის შვილი, გურამ ბერიძე თავისუფალია. ის ორთვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან, 50 000 ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

დაცვის მხარემ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც მისი პატიმრობაში ყოფნა არ იყო აუცილებელი. ასევე დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ აღმოჩენილი იარაღი გურამ ბერიძეს არ ეკუთვნოდა. 

შეგახსენებთ, რომ ბრალდება მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას ედავება. გურამ ბერიძე იანვარში ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე დააკავეს.

სასამართლო პროცესზე "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის გამოჩენამ დღეს განსაკუთრებით გააღიზიანა დინამოს პრეზიდენტი.

შემდეგი სხდომა 11 მაისს ჩაინიშნა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი