რუსეთის გენ.პროკურატურამ ალა პუგაჩოვას "უცხოელ აგენტად" გამოცხადების პროცესი დაიწყო

გამოქვეყნდა:

მომღერალ ალა პუგაჩოვას, სავარაუდოდ, მალე რუსეთში "უცხოელ აგენტად" გამოაცხადებენ. სამოქალაქო აქტივისტი ვიტალი ბოროდინი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაბამისი პროცესი უკვე დაიწყო და რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტაცია გადაუგზავნა.

პუგაჩოვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყანა დატოვა. ის და მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი რუსულ აგრესიას გმობენ, რის გამოც, გალკინი 2022 წელს რუსეთმა უკვე გამოაცხადა "უცხოელ აგენტად".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი