ქალთა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას და ხელფასის ნაწილის დაბრუნებას ითხოვდა | PHR თაღლითობის საქმეზე

გამოქვეყნდა:

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალთა საფეხბურთო კლუბის ყოფილი მწვრთნელი, რომელმაც ქალი ფეხბურთელების მიმართ თაღლითობა ჩაიდინა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.

მწვრთნელი მოტყუებით, სხვადასხვა საფუძვლით ითხოვდა ქალი ფეხბურთელებისგან თანხის შეგროვებას, ასევე, ხელფასის ნაწილის დაბრუნებას. 
საერთო ჯამში, ქალი ფეხბურთელების მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 22000 ლარზე მეტი." წერს ორგანიზაცია რომლის იურისტებიც ქალი ფეხბურთელების ინტერესებს იცავდნენ.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი